აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას

სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების და სხვა მძიმე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია და ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.

„ბოლო დღეებში შეიმჩნევა რევანშისტული ძალების გააქტიურება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის დონის ზრდა და საბოტაჟის მცდელობის მომზადების მიზნით საინფორმაციო გარემოში სიტუაციის გამწვავებაზე ორიენტირებული პროვოკაციული ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა. ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, იგი მტკიცედ იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სიტუაციის გამწვავებასა და ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და მის მფარველებს დაეკისრებათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს