ეროვნული გვარდიის მეთაური პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუდენტებს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლეს.

მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ სტუდენტებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო.

„ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს.

„ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება