ფოთში აქცია ლოზუნგებით: „შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა“, „ შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა“ გაიმართა

„შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა“, „შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა“- ამ სლოგანით ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მე-20 დღეა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობასა და ტრაილერების გადაადგილებას აპროტესტებენ.

შეკრებილების განცხადებით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება მოხდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არა აქვს შესაბამისი დოკუმენტები.

როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებმა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეტეს საავტომობილო გზა. ისინი გზის გადაკეტვას დღესაც ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

„მე-20 დღეა ვაპროტესტებთ ტერმინალის მშენებლობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლები, ჩვენი კარ-მიდამო. ასეთი გაუსაძლისი პირობა არსად არ გვინახავს. მოგვხედონ და სათანადო ღონისძიებები გაატარონ. ჩვენ არ გავჩერდებით. შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა და ტერმინალის მშენებლობა“, - განაცხადა აქციის მონაწილე ნაირა მალანიამ.

მოსახლეობა მშენებლობისა დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ტრაილერების გადაადგილების შეჩერებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება