ილია მეორე - 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება - გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს

დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

"საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს",- წერია პატრიარქის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება