პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მოეწყო დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ნაზი გაბაიძის მიერ გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატები: საქართველოს დამოუკიდებელი აქტის სამუშაო ვერსიები, აკაკი ჩხენკელის დეპეშა გიორგი კვინიტაძისადმი, ნიკო ნიკოლაძის მემუარის (1918 წ.) ეკონომიკური ნაწილი (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფოებსა და ერებს).

დღესვე, სასახლეში სტუდენტებისათვის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარის რუსუდან კობახიძის, ისტორიკოს გიორგი არქანიასა და მიხეილ ბახტაძის ლექცია ჩატარდა, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს 26 მაისს, 31 მარტსა და 9 აპრილს შორის კავშირზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება