თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ - ქალაქებში სტამბოლსა და ანკარაში დიდი გამარჯვება მოიპოვა.

BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.

სტამბოლში მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 50 %-ი მიიღო და დაამარცხა კონკურენტი, მურათ ქურუმი ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“

ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ასევე ლიდერობს თურქეთის ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში.

შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება