უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს.

„საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კერძოდ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში - კერძოდ, მას ჰააგის ტრიბუნალში ელიან უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის. ტერორიზმის შესახებ განცხადებები თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. „რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსია - გამოაცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ტერაქტის, მათ შორის 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინისკენ მიდის, ამიტომ რუსეთი ითხოვს ამ მოვლენებში მონაწილე პირების ექსტრადიციას, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის ექსტრადიციას ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება