რატი იონათამიშვილი - ჩვენს მოსამართლეებსა და სასამართლოს ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც სასამართლო სისტემას თავს უსაფუძვლოდ ესხმოდა და ვინც მოსამართლეებს უსამართლოდ სანქციებს უწესებდა!

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა „ვეტინგზე" საუბარი საბოლოოდ დაასრულა - ვფიქრობ, ჩვენს მოსამართლეებსა და სასამართლოს ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც სასამართლო სისტემას თავს უსაფუძვლოდ ესხმოდა და ვინც მოსამართლეებს უსამართლოდ სანქციებს უწესებდა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის აზრით, მოსამართლეთა მიმართ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს.

„ეს სანქციები უნდა გააუქმონ! სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ფაქტობრივად სირცხვილი აჭამა „ნაცმოძრაობას" და მათ მხარდამჭერებს.

ოპოზიცია არ მოქმედებს არც სახელმწიფო და არც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებით - ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, იმ აქტორების დავალებების შესრულებაა, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ არის მოწოდებული. მათი მიზანია არა სასამართლოს თავისუფლება, არამედ მისი დამორჩილება და შურისძიება, რადგან ეს ადამიანები არიან კრიმინალები, რომელთა კრიმინალური ბუნება აღიარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ასევე აშშ-ს მიერ, რომელმაც დავით კეზერაშვილიც დაასანქცირა", - განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს