„ეფ-ეს-ბე“ - როსტოვში დავაკავეთ მამაკაცი, რომელსაც ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სურდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის როსტოვის ოლქის დირექტორატის თანამშრომლებმა როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის მცხოვრები დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა და დაადასტურა მზადყოფნა ტერორისტული თავდასხმისთვის, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა როსტოვის ოლქში დაადგინეს და აღკვეთეს როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის მკვიდრის უკანონო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასთან. ეჭვმიტანილი დაკავებულია,“ - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი დაუკავშირდა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელს და დაადასტურა ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაედინა დივერსიული და ტერორისტული აქტები ამ ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილითა - „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება