ტერაბანკი იურიდიული პირებისთვის ახალ აქციას იწყებს

ტერაბანკი იურიდიულ პირებს ახალ აქციასა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პირველი აპრილიდან ბანკის ბიზნესკლიენტი გახდება, აქციაში ავტომატურად ჩაერთვება.

აქციის ფარგლებში, იურიდიული პირები მიმდინარე მულტისავალუტო ანგარიშს უფასოდ გახსნიან და 12 თვის განმავლობაში ამ ანგარიშით ასევე უფასოდ ისარგებლებენ. ამასთან, პირობების მიხედვით, ისინი SMS მომსახურებით, SMS დიჯიპასიანი ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ბიზნესბარათით, ინტერნეტბანკით შესრულებული ავტომატური და კომუნალური გადარიცხვებით დასაჩუქრდებიან.

აქციაში ჩართული იურიდიული პირები ეროვნულ ვალუტაში ინტერნეტბანკით თანხის სხვა ბანკებში გადარიცხვას 6 თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ, შემდეგი 6 თვის განმავლობაში კი მათთვის ამ მომსახურებით სარგებლობის საფასური, თანხის მოცულობის მიუხედავად, ფიქსირებულად 1 ლარი იქნება. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, ევროსა და დოლარში გადარიცხვა 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება, მომდევნო 9 თვე კი ტარიფები 15 აშშ დოლარსა და 15 ევროს შეადგენს. აქციაში ჩართული იურიდიული პირები კონვერტაციის სპეციალური კურსითაც ისარგებლებენ.

„ტერაბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების სექტორი, მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვიმედოვნებთ, ამ ძალიან სასარგებლო აქციით ბევრი იურიდიული პირი დაინტერესდება, კონკრეტულად ბიზნესების საჭიროებებზე მორგებულ პირობებს კი ისინი საკუთარ საქმიანობებში წარმატებით გამოიყენებენ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აქცია იურიდიული პირებისთვის პირველ აპრილს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში, 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება