ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულეს და ჯარები გაიყვანეს.

მანამდე, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსიდან ისრაელელმა სამხედროებმა ტანკები და მანქანები გაიყვანეს.

ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოსა და მის გარშემო ჩატარებულ ოპერაციას ექვსთვიანი ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციად აფასებს. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ისრაელი „ჰამასს“ საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაატარა. „ჰამასი“ სამედიცინო დაწესებულებების სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად გამოყენებას უარყოფს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება