კახა ოქრიაშვილი - ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ ე.წ. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს - მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!

ყველამ ვიცით, რომ თუ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილება ვერ მოხდება. ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ვამოწმებთ ყველა სფეროს წარმომადგენელს, სპორტსმენიდან და მასწავლებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დასრულებული, მაშინ რატომ ვამბობთ უარს მოსამართლეების შემოწმებაზე?! ხომ ვნიშნავთ მოსამართლეებს უვადოდ, სწორედ ამიტომ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვამოწმოთ მათი კეთილსინდისიერება!

მომიტევეთ, მაგრამ განვმეორდები - თუ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, რასაც მხოლოდ დამოუკიდებელი და პატიოსანი სასამართლო უზრუნველყოფს. იქნება კორუფცია?! ვიქნებით მშივრები და როგორი მშიერიც ახლაა ეს ქვეყანა, ასეთივედ დარჩება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს