განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

„როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყანაში არჩევნების წარმატებით ჩატარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რაც გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კუთხით მხარდაჭერას.

მოგეხსენებათ, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების – მოსწავლეების, სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებისა და ამომრჩევლის ინფორმირებაზე და მათი ცნობიერების ამაღლებაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს