აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ გაიტანს უკრაინის დახმარების პაკეტს განსახილველად, როგორც კი პალატა შესვენებიდან დაბრუნდება და სამუშაო პროცესს განაახლებს, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, ის პაკეტში "მნიშვნელოვან სიახლეებს" მოელის.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება, შესაძლოა, სესხის სახით გაუწიოს. იდეამ პოპულარობა მარტის დასაწყისში მოიპოვა და შესაძლოა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებული კონსერვატიული შეშფოთება შეამსუბუქოს.

ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.

"როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან ბრძოლის შესაძლებლობას მივცემთ, ეს უბრალოდ სუფთა პოეზიაა", - აღნიშნა ჯონსონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება