დავით უსუფაშვილი - როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ირაკლი ღარიბაშვილი თავადაც გამოგვიცხადებს, რომ „მე ვიყავი სისტემის მსხვერპლი, აბა რა მექნაო“ - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს

როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ირაკლი ღარიბაშვილი თავად გამოგვიცხადებს, რომ მეც ვიყავი ივანიშვილის სისტემის მსხვერპლი, აბა რა მექნაო - ის თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომ "მურუსიძე და ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ".

"ირაკლი ღარიბაშვილი თავისთვის იმზადებს მომავალ სტატუსს. როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება, ის თავად გამოგვიცხადებს, რომ მეც ვიყავი ივანიშვილის სისტემის მსხვერპლი, აბა რა მექნა, ასე უნდა მოვქცეულიყავიო. ამას გულისხმობს ალბათ, ღარიბაშვილი, როდესაც იმაზე ლაპარაკობს, რომ მურუსიძე სისტემის მსხვერპლი იყო და არ იყო თავად შემოქმედი იმ სისტემის, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სერიოზულად დამახინჯდა და გასწორების საქმეში ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ.

"ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა სერიოზულად დამახინჯდა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა "ოცნებამაც". ეს არის გასასწორებელი. ამ გასწორების საქმეში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნია.

"ლელოს" პოზიციით, ვეტინგი უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მართლა თავად გაათავისუფლებს ამ მეურვეობისგან სასამართლო სისტემას. ამით სასამართლო სისტემაში ვნახავთ რეალურ ძალთა ბალანსს, ვინ არის მომხრე, პატიოსანი, გამჭვირვალე და მართლა დამოუკიდებელი მოსამართლეობისთვის და ვინ არის ჩამოკიდებული, ჩამოკონწიალებული იმ სახელისუფლებო სისტემის კაუჭებს და ბერკეტებს, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, გადაიბარა ივანიშვილმა და ახალ საფეხურზე აიყვანა," - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლეები - ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ, რადგან 2012 წლამდე “მახინჯი სისტემა“ სასამართლოს ჩაგრავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება