ისრაელი - „ჰამასთან“ ომს 600 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მოძრაობის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 600 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს განაცხადა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი, 20 წლის ნადავა კოენი დაიღუპა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულა და ჯარები გაიყვანა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა და ღაზაში წაიყვანა 250-მდე ადამიანი. ამის შემდეგ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 32 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება