კახა კალაძე - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია - მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ

მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ტელევიზიაში ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად თანხები მიემართება.

თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული.

„უმრავლესობის კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება