საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველით, რომ ჩინეთი ძალიან მკაფიო გზავნილებს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, პარიზი მოელის, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინასთან ომის საკითხზე მკაფიო გზავნილს გაუგზავნის.

„დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ მასზე მოლაპარაკება უკრაინელებთან არ მოხდება. ევროპელებისთვის უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს ჩვენთვის არსებითი საკითხია, რის გამოც საფრანგეთი გადაწყვეტილი აქვს, ჩინეთთან მჭიდრო დიალოგი შეინარჩუნოს“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

მისი თქმით, ჩინეთი "საკვანძო როლს" თამაშობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის უზრუნველყოფაში.

„პეკინი საკვანძო როლს თამაშობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემაში, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტის შესახებ და ამიტომ ჩვენ აშკარად ველით, რომ ჩინეთი ძალიან მკაფიო გზავნილებს გაუგზავნის რუსეთს", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება