კახა კალაძე - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ჩემი საქმე არ არის - მაღალი თანამდებობის პირი იყო და ყველაფერი ნაჩვენები აქვს დეკლარაციაში, მგონი, ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს

არ ვიცი ირაკლი [ღარიბაშვილის] ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჩემი საქმე არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მაღალი თანამდებობის პირი იყო [პრემიერ-მინისტრი] და მას ყველაფერი ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ნაჩვენები.

„ადამიანი თუ ბიზნესშია მგონი, დამეთანხმებით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია როგორ წარმართავ ბიზნესს და როგორ იმოქმედებ. ის, რომ გაკოტრებული ქარხანა შეიძინა და სიტუაცია გამოასწორა, ეს შეიძლება ერთ წელზე უფრო მალეც იყოს შესაძლებელი. არ ვიცი ირაკლი [ღარიბაშვილის] ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, ჩემი საქმე არ არის. ის იყო მაღალი თანამდებობის პირი და ყველაფერი ნაჩვენები აქვს დეკლარაციაში. მგონი, ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია.

„ჩემს ოჯახს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა აქვს. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება