კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონის ქუჩზე დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია - მოწესრიგებული, მოეწყობა გამწვანებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი კომპანიამ გამოასწორა. პირველი, რაც გაკეთდა სამუშაოების ფარგლებში და რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდით გზის მოწესრიგებას, ესაა დამჭერი კედლის მოწყობა. ამჟამად მუნიციპალური სამსახური უკვე შემოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია - მოწესრიგებული, მოეწყობა გამწვანებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო.

„გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაზო ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება