„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 3 აპრილს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 3 აპრილს, 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის არსებულ ლოკაციაზე ახლად აშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გურიფული, დასახლება, ზენი, ზემო ქვალონი, ჭითაუშქური, სახოჭოლავო, ნოჯიხევი, კუთხე ნოჯიხევი, ნაფოშტუ, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, ხეთა, ლარჩვა, დღვაა, საბუკიო, ოხვამეკარი, თორსა, ხამისკური, საქირიო, საკუკავო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ ქალაქებს - ზუგდიდსა და ჯვარს, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კორცხელი, ლია, ნარაზენი, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოდიში/საჭურღულიო, უბანი, ოირემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ჭკადუაში, ოქტომბერი, რიყე, რუხი, საჩინო, ტყაია, ურთა, უჩაშონა, ყულიშკარი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ხეცერა, ხურჩა, ჯუმი.

შეზღუდვა ასევე შეეხება ქალაქ წალენჯიხასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ნაკიფუ, ობუჯი, საჩინო, ჭკადუაში, ჯგალი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება