რუსეთის უშიშროება - დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ „კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა.

„იმ ბიჭებისთვის იარაღი ჩამოვიტანე, რომლებიც მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლს“ დაესხნენ თავს. იარაღი მაჰაჩყალიდან მიტიშჩიში ჩამოვიტანე, მხოლოდ ფული და იარაღი მივაწოდე", - აცხადებს დაკავებული ვიდეოში და დასძენს, რომ ჩხრეკისას მის ბინაში „კალაშნიკოვის“ ორი ავტომატი და 460 ტყვია აღმოაჩინეს.

დაკავებულებმა ასევე განაცხადეს, რომ კასპიისკში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

„იყო გეგმები ტერორისტული თავდასხმის შესახებ კასპიისკში ან გამარჯვების პარკში. ბომბები ხალხში უნდა აფეთქებულიყო,“- აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს