ანონსი  2 აპრილი

2 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

2 აპრილს, 10:00 საათზე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

2 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეხვედრა გაიმართება შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის მოსწავლეებთან. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

2 აპრილს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

2 აპრილს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

2 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბრიფინგს გამართავს, რომელზეც „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ წლიურ საპარლამენტო ანგარიშს წარადგენს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირიN80

2 აპრილს, 12:30 საათზე, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბავშვები“ და ბავშვთა შემეცნებით - გასართობი სივრცე „ანდიო ლენდი“ ერთობლივ ღონისძიებას გამართავს, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და აუტიზმთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენების შეცვლას ემსახურება.

მის.: კოსტავას 68 (ძველი ზოოპარკი)

საკონტაქტო: 551 65 55 22

2 აპრილს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "რუსეთში მომხდარი ტერაქტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. უკრაინაში მიმდინარე ომი."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 აპრილს, 14:30 საათზე, წალენჯიხაში, წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და "ენმ"-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის ცენტრს გახსნიან.

მის: წალენჯიხა, ვ. ჭანტურიას #24

საკონტაქტო: ვანო ბურდული - 577 153 366

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება