ირაკლი ქარქაშაძემ და გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112"-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

დოკუმენტის თანახმად, "112" აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

,,მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება