გიორგი ვაშაძე - ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას - უტოპიურია ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის, - ასე ეხმაურება „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე "გირჩსა" და "ქართულ ოცნებას" შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.

აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს