ზაზა თავაძე - თუ „ვეტინგს“ ეწინააღმდეგები, ეწინააღმდეგები სასამართლო რეფორმას - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება, რადგან ეს დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემიდან მოკვეთას ნიშნავს

„ვეტინგამდე“ თვითონ „ქართული ოცნება“ მივიდა თავისივე არასწორი ნაბიჯებით - [დასავლეთს] უკვე აღარ დარჩა „ქართული ოცნებისთვის“ მისაცემი სხვა რეკომენდაცია , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ სასამართლოს რეფორმისთვის საჭირო ცვლილებების პაკეტს ვენეციის კომისიაში აგზავნიდა, ყოველთვის თვალთმაქცობდა და მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა.

„მე გავიხსენებ არაერთ უარყოფით დასკვნას, ვენეციის კომისიის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულს, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ცვლილებები, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება მოქმედ რეგულაციებს, საერთაშორისო პაქტებს, ასევე, ეწინააღმდეგება თქვენს კანონმდებლობას და ძალიან გთხოვთ, თუ ევროინტეგრაცია გინდათ, ეს ცვლილებები ასე არ უნდა განახორციელოთ. ჩამოწერილი იყო პუნქტობრივად რა უნდა შეესრულებინათ. რას აკეთებდა „ქართული ოცნება“? - თვალთმაქცობდა, გააგზავნიდა რეფორმას დასკვნისთვის, მაგრამ აკეთებდა მაინც თავისას. ამან საბოლოო ჯამში ასახვა პოვა იმაში, რომ მათ საბოლოო ჯამშია აღარ დარჩათ „ქართული ოცნებისთვის“ მისაცემი სხვა რეკომენდაცია და თქვეს, რომ ექსტრაორდინარული მექანიზმი, რასაც „ვეტინგი" ჰქვია, ერთადერთი გზაა, რაც უნდა განახორციელოთ, რათა კეთილსინდისიერი მოსამართლეები დადგინდეს“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძის თქმით, მოსამართლეები ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე შემჩნეული არიან კორუფციაში და მოქმედ ხელისუფლებებთან აფილიაციაში, შესაბამისად, მათი ადგილი სასამართლოში არ არის.

„შენ თუ ეწინააღმდეგები „ვეტინგს", შესაბამისად, შენ ეწინააღმდეგები სასამართლოს რეფორმას და თუ არ მოგწონს „ვეტინგი", მაშინ თქვი რა სხვა გზას სთავაზობ ლეგიტიმურს და ქმედითს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას გააჯანსაღებს. მათ არ უნდათ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება, რადგან ეს აპრიორი ნიშნავს დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო სისტემიდან მოკვეთას და ეს მათ არ უნდათ ვინაიდან ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ამ კორუმპირებულ მოსამართლეებთან, რომლებიც აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ არჩევნების გაყალბების პროცესში და მოსამართლის ჩაქუჩი დაარტყან და თქვან, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება