,,დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს" ორგანიზებით, ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა

"დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს" ორგანიზებით, პროექტზე - „თანასწორობის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან" ბაკურიანში გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და მათი ხედვის გათვალისწინებას მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში ჩართულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელი მარიამ გეგეშიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი.

„შეხვედრაზე ბაია კვიციანმა ისაუბრა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელმა მარიამ გეგეშიძემ ისაუბრა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებზე და მისი საკანონმდებლო რეგულირების პროცესზე.

ახალგაზრდებმა შეკითხვები დასვეს მათთვის აქტუალურ თემებზე, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე, მიიღეს რჩევები სამომავლო პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტში, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, 30-მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს