ირანის საგარეო უწყება დამასკოში სარაკეტო დარტყმაზე - ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა, შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ

ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.

ირანული მედიის ცნობით, სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახოციელა, რის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება