გიორგი ვაშაძე - უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპული, ამიტომ, დიახ, ევროპული კეთილსინდისიერების ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს

უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპული, ამიტომ, დიახ, ევროპული კეთილსინდისიერების ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა არ უნდათ, რადგან მათ „ხალხის ფული აქვთ მოპარული“.

“„ქართულ ოცნებას“ სამართლიანი სასამართლოსა და კეთილსინდისიერების პრობლემა აქვს. ევროკავშირი ძალიან მარტივ რაღაცას გვეუბნება, სასამართლო, რომელიც დღეს გაქვთ, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ამიტომ, დიახ, კეთილსინდისიერების ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს, ევროპული კეთილსინდისიერების ტესტი უნდა გაიაროს. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ამ კონკრეტული ტესტის შედეგად უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპული. ესაა მთელი შინაარსი ამ პროცესის, მორჩა. მდინარაძეს რა უნდა ველაპარაკო, როცა მდინარაძეს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, ამ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ მოპარული, ხალხის ფული აქვთ ჯიბეში ჩადებული. მათ ნამდვილად არ უნდათ თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოში ცვლილებები გადაწყვეტილება საზოგადოებას მიღებული აქვს.

„საზოგადოებას აღარ უნდა, რომ ივანიშვილის პარტია, „ქართლი ოცნება“ მართავდეს. დავიღალეთ ამ ჭიდაობაში, ყელში ამოვიდა ცრუ დილემები, რაც კარგი ივანიშვილისთვის, ის ცუდია საქართველოსთვის, რაც კარგია საქართველოსთვის, ის ცუდია ივანიშვილისთვის. რაც შეეხება იმას, ვინ არის ალტერნატივა, ალტერნატივაა ყველა ის, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება