მეთიუ მილერი - ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება

ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ისრაელს ღაზასთან დაკავშირებით მდგრადი გრძელვადიანი სტრატეგია ესაჭიროება. გარკვეული უბნების, საავადმყოფოების, სხვა გეოგრაფიული უბნების და შენობების „ჰამასისგან“ გაწმენდა საკმარისი არ არის. მათ გრძელვადიანი, მდგრადი სტრატეგია უნდა ჰქონდეთ, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების სტრატეგია არ არის, არამედ პოლიტიკური სტრატეგიაც არის, თუ მათ სურთ, რომ ისრაელის მომავალი ღაზიდან წამოსული ტერორიზმისგან დაიცვან“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ როგორც ზოგადი პოლიტიკა, აშშ-ს არ სურს ისრაელმა საავადმყოფოებში სამხედრო ოპერაციები ჩაატაროს.

ცნობისთვის, დღეს, ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია დაასრულა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში „ჰამასის“ 200-მდე მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება