„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი მოსკოვში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა

საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ მოსკოვში დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას გამოცემა „სააგენტო“ დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაისა უსპანოვას ინფორმაციით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ უსპანოვმა მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, რადგან სამართალდამცავებს მასზე არაფერი ჰქონდათ. თუმცა, მოგვიანებით ისევ დარეკა და მისვლა სთხოვა. როდესაც მეუღლე განყოფილებაში მივიდა, უთხრეს, რომ მისი ქმარი გარდაცვლილი იყო.

ასხაბ უსპანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ჩეჩნურმა „ტელეგრამ“ არხმა 1ADAT-მა 29 მარტს გაავრცელა.გავრცელებული ინფორმაციით, უსპანოვს მოტეხილი ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა.

1ADAT-მა გამოაქვეყნა ვიდეო მორგიდან, სადაც ნაჩვენებია უსპანოვის ცხედარი ძალადობის ნიშნებით. ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ პოლიციამ დანაშაულის დამალვის მიზნით უსპანოვის თვითმკვლელობა მოაწყო.

გარდაცვლილის დედამ „სააგენტოს“ განუცხადა, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის მუსლიმი იყო და ისლამი თვითმკვლელობას გმობს. ასევე, უსპანოვის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ტერაქტში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება