ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, მესტიის, ჩხოროწყუს, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ბენდელიანმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე, ანნა ჩერნიშოვამ გახსნეს და პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მაჩვენებელი.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორციელებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო