ბექა ოდიშარია - სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს - ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს - ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სათანადო იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასანქცირეს და ამით ე.წ. მე-5 კოლონა მუდმივად სარგებლობს.

"მოსამართლეები იყვნენ დასანქცირებული ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შესაბამისად, რა არის ამაში გაუგებარი და გაუგონარი, შენს სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარს მიმართო, მოსთხოვო რომ იქნას გამოსწორებული ის შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მე-5 კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე. პირდაპირ აზიანებენ დამოუკიდებელ სასამართლო შტოს კლიშეებით. იყო "კლანი", ახლა არის "სანქცირებული მოსამართლეები" და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ნათლავენ უსამართლოდ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ სტრატეგიულ პარტნიორს, რომ დაუყოვნებლივ გადახედოს ამ მიდგომას, ამ სანქციებს, რათა არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დაზიანება და შესაბამისად, არ მოხდეს ინსტიტუციების ჩამოშლა.

წინა ელჩისგან, კელი დეგნანისგან განსხვავებით, დღევანდელი ელჩი არის ძალიან კონსტრუქციული. ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და მათ შორის, ოპოზიციასთან. ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, მიიტანს სწორ მესიჯებს [ამერიკის შეერთებული შტატების] სახელმწიფო დეპარტამენტში და შესაბამისად, დასკვნებიც იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილებაც სათანადო," - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს