გიორგი ვაშაძე - რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ - ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის

რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ - ეს ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გენდერული კვოტების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არასწორია და მას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწინააღმდეგება.

„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ქალი კანდიდატები ჩვენ სიაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ ამ ცვლილების, იმიტომ რომ ქალებს ნამდვილად სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ იყვნენ აქტიური პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკონომიკური თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ კვოტირება არის ის მექანიზმი, რომლითაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი თავის რეალიზების.

მოდით, ღია ვთქვათ, ეს ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში. რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ. ეს არის რეალობა. იმ ქალბატონებსაც დაუსვით კითხვა, თვითონ უჭერენ მხარს საკუთარი თავის უფლებრივ შეზღუდვას ამ კონკრეტულ ცვლილებებში? პირდაპირ ვამბობ, ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესები და მეტი არაფერი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება