Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან - 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე.

წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც.

Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი.

მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ კამპანიის განახლება და დღეიდან, PAY.GE-ის ყველა სერვისზე, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდა საკომისიოს გარეშე.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში”, - დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი “Mastercard, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო აქციას Pay.ge-სთან ერთად და ხელს ვუწყობთ Mastercard-ის ქართული და უცხოური ბარათების მფლობელებს, მარტივად და სწრაფად, თანაც საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ნებისმიერი გადასახადი ონლაინ სივრცეში.” - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე