შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის 112-ის განახლებულ აპლიკაციაზე და ნაადრევი ქორწინების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე. შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება