La Gazzetta dello Sport Georgia და „დინამო თბილისი“ ოფიციალურად ითანამშრომლებენ

3 აპრილს, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ La Gazzetta dello Sport Georgia-სა და საფეხბურთო კლუბ, „დინამო თბილისს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის.

მემორანდუმს ხელს La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელი და SMH Sports-ის დირექტორი, ლაშა მაჭავარიანი და „დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე მოაწერენ.

აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, „დინამო თბილისი“ პასუხისმგებლობას იღებს La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიაწოდოს სპორტული სიახლეები, ასევე, ითანამშრომლოს სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და გუნდის წარმომადგენლებთან ინტერვიუების უპირატესი ჩაწერით. La Gazzetta dello Sport Georgia უზრუნველყოფს, „დინამო თბილისის“ მატჩების, ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების გაშუქებას ინოვაციური მულტიმედიის საშუალებით. მაყურებლებს/მკითხველებს ექნებათ ექსკლუზიური წვდომა უახლეს მოვლენებზე.

La Gazzetta dello Sport Georgia -ს მიზანია საზოგადოებას გააცნოს „დინამო თბილისში“ მიმდინარე მოვლენები, როგორც ძირითადი გუნდის შესახებ, ასევე, ასაკობრივი გუნდისა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის სიახლეები და ნიჭიერი ფეხბურთელები. აუდიტორიას მოუყვეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გუნდის გარშემო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, „დინამო თბილისის“ ისტორია და ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბის გამარჯვებები.

მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობასა და აუდიტორიის მოზიდვაზე.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან, „დინამო თბილისის,“ La Gazzetta dello Sport Georgia-ს, ადგილობრივი სპორტული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

La Gazzetta dello Sport Georgia - ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ფრანჩაიზი, რომლის ოპერირების უფლება SMH Sports-მა მოიპოვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს