ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„ბელტას“ ცნობით, გომელის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში 2-4 აპრილს, გომელის ოლქის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, როგაჩოვისა და კორმიანსკის რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად სამხედრო სწავლება გაიმართება.

სამხედრო სწავლების მიზანს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნის შეფასება და თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად პერსონალის მომზადება წარმოადგენს.

გომელის ოლქის გარდა მსგავსი ტიპის სამხედრო სწავლება გროდნოს ოლქის ვორონოვსკის რაიონშიც ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს