ირაკლი ზარქუა - საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით - გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას!

საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით - გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, განცხადებას გააკეთებს, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება შეცდომა იყო.

"[ამერიკის] საელჩო, მთელი თავისი ამფსონებით ამ ოჯახს აბულინგებდით მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ განხილვაში არ მიიღო, იმიტომ რომ სამართლიანად მიესაჯაო. ახლა რა ვქნათ? არ ეკუთვნით, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ? თქვან, რომ "კი, შეცდომა დავუშვით, ბატონ ჩხიკვაძეს უსაფუძვლოდ დავდეთ ბრალი მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში, ასე რომ ბოდიშს ვიხდით მისი ოჯახის და რეპუტაციის წინაშე". როგორც საელჩოებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხომ ეკუთვნით? ეკუთვნით. იმ 4 მოსამართლეზე, რომლებიც სანქცირების ქვეშ არიან, ამდენი ხანი ველოდებით და ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს. ასე როგორ შეიძლება გაგრძელდეს?! ასე როგორ შეიძლება დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტების საფუძველზე, შენ დაასანქცირო დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის მოსამართლე, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სწორი მიმართვა იყო ჩვენი ლიდერების მხრიდან. დიახ, იქ სადაც არის შეცდომა დაშვებული, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, თუ საელჩოების, ელჩების მხრიდან, იქ უნდა იყოს კეთილი ნება - გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას," - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს