დეა მეტრეველი - ევროკავშირთან აღებული ერთადერთი ვალდებულება, რომლის შესრულებითაც თავს ასე იწონებდა „ოცნება“, წყალს გაატანეს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო

„ქართული ოცნება“ ებრძვის და სჯის ქალებს რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტში და რუსთაველის გამზირზე ქალი დეპუტატების და პროტესტანტების ბრძოლის გამო, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე აქტიურობის გამო,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ევროკავშირთან აღებული ერთადერთი ვალდებულება, რომლის შესრულებითაც თავს ასე იწონებდა „ოცნება“, წყალს გაატანეს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო“.

„ქართული ოცნება“ ებრძვის და სჯის ქალებს რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტში და რუსთაველის გამზირზე ქალი დეპუტატების და პროტესტანტების ბრძოლის გამო, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე აქტიურობის გამო.

კვოტირების კანონის გაუქმების მიზანი რამდენიმეა:

  1. უფრო მეტი ბიზნესმენი კაცის საარჩევნო სიებში შეყვანა და ქალთა წარმომადგენლობის, ქალთა ხმების გაქრობა პარლამენტიდან, პოლიტიკიდან;
  2. ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა წინასაარჩევნოდ ქალთმოძულე ოპოზიციონერი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე (კალანდარიშვილის ე.წ. მრავალპარტიული მხარდაჭერა).

ევროკავშირთან აღებული ერთადერთი ვალდებულება, რომლის შესრულებითაც თავს ასე იწონებდა „ოცნება“, წყალს გაატანეს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი იქნება ძალიან დიდი და ამ ფასს ხელისუფლება არჩევნებზე აუცილებლად გადაიხდის!“- განაცხადა დეა მეტრეველმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება