ავსტრიის კანცლერი - ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის სერიოზული ბრალდებებით მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები ეგისტო ოტის წინააღმდეგ, რომელიც აწ უკვე დაშლილ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა, იმდენად მძიმეა, რომ კანცლერმა ავსტრიის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა.

"ერთი მხრივ, ამ ბრალდებებს სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. მეორე მხრივ, საჭიროა რესპუბლიკის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება და დაზუსტება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსი ჯაშუშების ქსელები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ პარტიებსა და ქსელებში შეღწევით ან ინსტრუმენტალიზაციით“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალი კვირის სამშაბათისთვის მოიწვევს.

ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ ეგისტო ოტის 14-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვენის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებების შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრალდებები დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან და ავსტრიისთვის საზიანოა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს