გიორგი ამილახვარმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია და პრეზიდიუმის წევრებთან, აკადემიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მეცნიერების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებს და არსებულ გამოწვევებს.

გიორგი ამილახვარმა მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტსა და პრეზიდიუმის წევრებს მიწვევისთვის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო სფეროს ინსტიტუციურ მოწყობასა და მისი დაფინანსების საკითხებზე.

თავის მხრივ, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მინისტრს მეცნიერებათა აკადემიის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მადლობა გადაუხადა მას მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მოისმინეს მოსაზრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს