პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო.

აღნიშნული პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.

ამავე ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ამით საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

როგორ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელი დეპუტატობის კანდიდატთან შეიძლება ჰქონდეს ბმა და ამ შემთხვევაში რაიმე ფორმით მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე საუბარი არ არის.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება