ირანის სახელმწიფო მედია - სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„სირიის დედაქალაქში, სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ირანის შვიდი და სირიის ექვსი მოქალაქე დაიღუპა“, - აცხადებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმისთვის ისრაელი დაისჯება.

„ბოროტი სიონისტური რეჟიმი ჩვენი მამაცი მებრძოლების ხელით დაისჯება. მათ ვაიძულებთ, რომ ეს და სხვა დანაშაულები ინანონ“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

შეგახსენებთ, გუშინ სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად გვარდიის მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება