ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ და ევროპელ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

სტუდენტები სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოთი და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლით დაინტერესდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება