წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა.

მათივე ცნობით, დღეს, წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი გიორგობიანმა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს.

ინფორმაციის თანახმად, „ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრისთვის წალენჯიხის მერიის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო და ამ დროისთვის ცენტრში 15 ბავშვია“.

„დღეს არის 2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე და ამ დღესთან დაკავშირებით გვინდა, რომ წალენჯიხელებს შევთავაზოთ სიახლე და ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გავხსნათ. ეს აუტიზმის ცენტრი გახლავთ, სადაც ბავშვები ყველა საჭირო მომსახურებას თერაპიების კუთხით მიიღებენ, ეს ქცევის თერაპევტი იქნება, მეტყველების თუ სხვადასხვა საჭიროების ბავშვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის პირველი საქართველოში, რომელიც არის მუნიციპალური ქოლგის ქვეშ გახსნილი, მუნიციპალური დაფინანსებით. ეს არის ერთგვარი სტაბილურობის გარანტია ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, რომ ყველა ის საჭირო მომსახურება მიიღონ, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო