ლევან ქარუმიძე -  ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” - როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი? - სირცხვილი

ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” - როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი? , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ქარუმიძე, სოციალურ ქსელში დაწერა.

ქარუმიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ჩანს.

ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.

“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია "სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის". როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი”, - წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება