მაკა ბოჭორიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის 15 სკოლის 30-მდე მოსწავლესთან საჯარო ლექცია გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა იყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

„შეხვედრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მოსწავლე-ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ინიციატივით ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში იმყოფებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის