ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს იღებენ

რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის პასუხს იღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქალაქ დნიპროში სამაშველო სამუშაოები გრძელდება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვი.

“ყველა სამსახური ადგილზეა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეაგირებას ახდენს, ვინც დარტყმების ადგილზე გადის, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაუწიოს ხალხს დახმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსი ტერორისტები პასუხს იღებენ თავიანთი დარტყმებისთვის და ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს. მადლობა ყველა ჩვენს მეომარს, ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, ვინც ამას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის რუსულმა სისტემამ და ყველამ, ვინც ამ აგრეასიაშია ჩართული, რეალურად უნდა იგრძნონ, რომ აგრესია ასე მარტივად არ გაუვათ.

ცნობისთვის, 2 აპრილის ღამეს თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადეს, რომ ეს მათი ერთობლივი ოპერაცია იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება