“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები მოსამართლეთა სანქცირების, „ვეტინგის“და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები 21:00 საათიდან შეიკრიბნენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების მიზეზი მოსამართლეთა სანქცირების, მმართველი გუნდის მიმართ „ვეტინგის“ მოთხოვნისა და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს განიხილავენ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ჩვენი საზოგადოება იქნება პირველი, ვინც გაიგებს სიახლეების და გადაწყვეტილებების შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველ გუნდში სხდომის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გუშინ, 1 აპრილს ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს